Pages - Menu

Sep 2, 2015

მთავარი




უკვე მრავალი წელია, ატარებენ კვლევებს მასწავლებლის პროფესიული მახასიათებლების დასადგენად. სვამენ კითხვას: როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი? იცვლება დრო, შესაბამისად, იცვლება მოთხოვნები, მათ შორის მასწავლებლის მიმართაც. ვფიქრობ, ყველა დროში მასწავლებელი იმ ოთხ საიდუმლოს უნდა ფლობდეს, რომლებიც საუკეთესოდ ჩამოაყალიბა მწერალმა ნოდარ დუმბაძემუსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები, უყვარდეს საგანი, რომელსაც ასწავლის, ჰქონდეს უნარი, ეს სიყვარული სხვასაც შეჰყაროს, როგორც სენი უკურნებელი, ჰქონდეს მოთმინების დიდი უნარი და იყოს უაღრესად თანამედროვე.“ ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. თანამედროვე ეპოქა ახალ მოთხოვნებს უყენებს მასწავლებელს, მოდერნიზებული სკოლა ახალ გამოწვევებს სთავაზობს. მან უნდა მიიღოს ეს გამოწვევა. ჩემი აზრით, სწორედ ესაა სწორი მიდგომა. პედაგოგი მუდმივად უნდა სწავლობდეს, ვითარდებოდეს, იმაღლებდეს კვალიფიკაციას, იკვლევდეს საკუთარ პრაქტიკას, ეძებდეს პრობლემებს და ცდილობდეს მათს გადაჭრას.  სწავლა და სწავლება ერთნაირად მსიამოვნებს.
ჩემი პედაგოგიური კრედო:
ვინც სწავლებას ბედავს, არასდროს უნდა შეწყვიტოს სწავლა“ /ჯონ კოტონ დანა/
ჩემი მისია:
·         თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების განსაზღვრა და მათი მაქსიმალური რეალიზების უზრუნველყოფა;
·         მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების მიცემა;
ფიქრისა და აზროვნებისაკენ მიმართული, ცოდნასა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი აქტივობით დატვირთული, საინტერესო და ცოცხალი გაკვეთილების მომზადება და ჩატარება;
·         უწყვეტი პროფესიული განვითარება.

სამართლიანობა, კომუნიკაბელურობა, მოტივირებულობა, შემოქმედებითობა, კოლეგიალურობა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა - ეს თვისებები და საგნის ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები ძალიან მეხმარება საქმიანობაში. როგორც პედაგოგს, უამრავი მიღწევა მქონია, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი ჯილდო ჩემი მოსწავლეების სიყვარულია. ჩემი პროფესიული არჩევანი ბავშვებისა და ქართული ენის სიყვარულმა განაპირობა. ვფიქრობ, ჩემი ადგილი სკოლაშია და არსად - სხვაგან.