Pages - Menu

● პროექტი "მეხსიერების ხიდი"

 პროექტი განხორციელდა პროფესიული უნარების სააგენტოს  Skills Agency Georgia მხარდაჭერით.

პროექტის სრული სახელწოდება: „მეხსიერების ხიდი – თაობათა თანამშრომლობა ზეპირსიტყვიერი მემკვიდრეობის ციფრულად გაცოცხლების პროცესში“

პროექტის ინიციატორი: პროფესიული კოლეჯი "ლაკადა"
პროექტის მონაწილენი:

🔹️კოლეჯ „ლაკადას“ პროფესიული სტუდენტები;
🔹️ ჩქვალერის თემის, ეწერის, ჭალის N 2 და ჭოღას საჯაროს სკოლების მე-8-მე-9 კლასების მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:
  • ტრენინგები (ფორმატი: ონლაინ და პირისპირ)
  • ექსკურსიები;
  • საველე გასვლები.
ტრენინგების თემატიკა:
🔸️ მეგრული ტექსტების გადმოტანა ქართულად – ენობრივი სიზუსტე და ლექსიკური შესატყვისობა; (ტრენერი ნანა გულუა);
🔸️კულტურული კონტექსტის გააზრება – სიტყვასა და სივრცეს შორის კავშირები. (ტრენერი ნანა გულუა);
🔸️ იდეების გადაცემა და საჯარო გამოსვლა – პრეზენტაციის ტექნიკები (ტრენერი ლალი გამისონია);
🔸️ ფოტოგრაფიის საფუძვლები და ეთიკა (ტრენერი ხათუნა ოთხოზორია)
   
პროექტის დასკვნითი ღონისძიება
კრებულის "შინაში ხინჯი - მეხსიერების ხიდი" - პრეზენტაცია

ღონისძიების ჩატარების ადგილი: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ჯვარი, კოლეჯი "ლაკადა"
ჩატარების თარიღი: 07.05 2026

კრებული შეიქმნა პროექტ „მეხსიერების ხიდის" ფარგლებში.
კრებულში თავმოყრილია:
🔹 ზეპირსიტყვიერი ტექსტები
🔹 ძველი ყოფითი ნივთების ფოტომასალა და აღწერები
გამოცემა ხელმისაწვდომია ციფრული (PDF) და ბეჭდური ფორმატით.
✨ ღონისძიებაზე პროექტში ჩართულმა სკოლის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა გააცოცხლეს კრებულში განთავსებული მასალა: მეგრული ლექსები, თქმულებები, შელოცვები, ანდაზები და გამოცანები.







ჩქვალერის საჯარო სკოლის ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა
შეხვედრის მიზანი: ანგარიში და შეფასება (მონაწილე მოსწავლეები და მენტორი მასწავლებელი)
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ მოძიებული და გასაციფრულებლად შერჩეული მასალა, ისაუბრეს პროექტის შედეგებზე, იმ უნარებზე, რომლებიც განივითარეს პროექტზე მუშაობის განმავლობაში.
შეხვედრის ჩატარების თარიღი: 06.04.2026


სამუშაო შეხვედრა
შეხვედრის მიზანი: ჯგუფების მიერ მომზადებული ტექსტური და ვიზუალური მასალების წარდგენა. მეგრული ტექსტების ქართულ ენაზე ზუსტად და ლექსიკურად მდიდრულად გადმოტანის პრაქტიკაზე მუშაობა
სესიის წამყვანი და ტრენერი: ნანა გულუა
ჩატარების თარიღი: 23.03.2026

ტრენინგი: ფოტოგრაფია-პრაქტიკული მეცადინეობა
ტრენერი: ხათუნა ოთხოზორია
ჩატარების თარიღი: 24.03.2026

მოსწავლეთა ნამუშევრები

მენტორ-მასწავლებლებისა და ტრენერების სამუშაო შეხვედრა
შეხვედრის მიზანი: პროექტის მიმდინარე ეტაპია და დაგეგმილი სამუშაოების განხილვა; შეგროვებული ტექსტური და ვიზუალური მასალის შინაარსობრივ ანალიზი.

 ტრენინგების ციკლი: იდეების გადაცემა და საჯარო გამოსვლა – პრეზენტაციის ტექნიკები (ტრენერი ლალი გამისონია)



ექსკურია ჩხოროწუს ისტორიულ მუზეუმში, პოეტ ლაშა გახარიასა და მსახიობ აკაკი ხორავას სახლ-მუზეუმებში



მოძიებული მასალის დახარისხების პროცესი



სტუმრად ჩქვალერის თემის მკვიდრ ლელა ფიფიასთან
უძველესი ყოფითი ნივთების დათვალიერება 

საველე კვლევა - ვიზიტი ჩქვალერის თემის მკვიდრ, 88 წლის მერი ფიფიასთან

          21.02.2026 


 


No comments:

Post a Comment