მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
Pages - Menu
- ● მთავარი
- ● ჩემ შესახებ
- ● სერტიფიკატები
- ● ისგ და ანგარიშები
- ● კონფერენციები
- ● სამუშაო შეხვედრები
- ● eTwinning
- ● მოსწავლეთა ნამუშევრები
- ● დისტანციური სწავლება
- ● პრეზენტაციები
- ● ელექტრონული რესურსები
- ● სამოდელო გაკვეთილები
- ● ინტელექტუალური კონკურსები
- ● სტატიები
- ● კვლევები
- ● სალონური საღამო ჭავჭავაძეთა წინანდლის სასახლეში
- ● შოთა რუსთაველი - "ვ ე ფ ხ ი ს ტ ყ ა ო ს ა ნ ი"
- ● "კ ა ც ი ა - ა დ ა მ ი ა ნ ი ?!" (სპექტაკლი)
- ● პროექტი "მეხსიერების ხიდი"
- ● მკითხველთა კლუბი "წ ი გ ნ ი ე რ ი"
- ● სასკოლათაშორისო პროექტი "გაიცანი ჩემი კუთხე"
- ● სასკოლათაშორისო პროექტი "მეგრული ფოლკლორი"
- ● სათემო და სასკოლო აქტივობები
- ● უმნიშვნელოვანესი ჯილდო
- ● ინტერვიუები საინტერესო პერსონაჟებთან (პროექტი)
- ● "დ ი დ ო ს ტ ა ტ ი" (სპექტაკლი)
- ● პროექტი "იყავი მედიაწიგნიერი!"
- ● სხვადასხვა
- ● პროექტი "ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში"
- ● პროექტი "ჩვენ და ვირუსები"
- ● პროექტი "გაიცანი საქართველო"
- ● "გ უ რ უ ლ ი დ ღ ი უ რ ე ბ ი" (სპექტაკლი)
- ● ტ ა ტ ო - 2 0 5
- ● გაკვეთილები-გამოცდილების გაზიარება
- ● "დ ა რ ი ს პ ა ნ ი ს გ ა ს ა ჭ ი რ ი" (სპექტაკლი)
- ● მინისპექტაკლები
Jun 24, 2023
Jun 1, 2022
May 27, 2022
Feb 20, 2021
Oct 18, 2018
მასწავლებლის ათი მცნება
1. გიყვარდეს მთელი გულითა და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.
2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.
3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.
4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.
5. იყავი გულანთებული, ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.
6. სული შთაბერე გაკვეთილს, ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალი არსებასავით.
7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე, - რომ გასცე, უნდა გქონდეს.
8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.
9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.
10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.
(თარგმნა მანანა გიგინეიშვილმა)
Sep 7, 2018
ბლოგის შინაარსი და მიზანი
რისთვის შევქმენი ბლოგი? ვთვლი, რომ გამოცდილების გაზიარება აუცილებელია. ჩემი ბლოგის მიზანიც ესაა - საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება კოლეგებისათვის. ბლოგზე წარმოდგენილია ჩატარებული გაკვეთილების, განხორციელებული კვლევებისა და პროექტების ამსახველი მასალა: გეგმები, რეფლექსიები და ფოტოები.
ბლოგზე იხილავთ ჩემ მიერ შექმნილ კომპლექსურ დავალებებს, რესურსებს, პრეზენტაციებს.
ერთი სიტყვით, ბლოგი ჩემი პედაგოგიური ცხოვრების ყუველდღიურობას ასახავს. ბლოგზე მუშაობა გარკვეულ დროს მოითხოვს.
ამჟამად ბლოგი განახლების რეჟიმშია და ვცდილობ, ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ერთ სივრცეში მოვაქციო.
Sep 2, 2015
● მ თ ა ვ ა რ ი
უკვე მრავალი წელია, ატარებენ კვლევებს მასწავლებლის პროფესიული მახასიათებლების დასადგენად. სვამენ კითხვას: როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი? იცვლება დრო, შესაბამისად, იცვლება მოთხოვნები, მათ შორის მასწავლებლის მიმართაც. ვფიქრობ, ყველა დროში მასწავლებელი იმ ოთხ საიდუმლოს უნდა ფლობდეს, რომლებიც საუკეთესოდ ჩამოაყალიბა მწერალმა ნოდარ დუმბაძემ: „ უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები, უყვარდეს საგანი, რომელსაც ასწავლის, ჰქონდეს უნარი, ეს სიყვარული სხვასაც შეჰყაროს, როგორც სენი უკურნებელი, ჰქონდეს მოთმინების დიდი უნარი და იყოს უაღრესად თანამედროვე.“ ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. თანამედროვე ეპოქა ახალ მოთხოვნებს უყენებს მასწავლებელს, მოდერნიზებული სკოლა ახალ გამოწვევებს სთავაზობს. მან უნდა მიიღოს ეს გამოწვევა. ჩემი აზრით, სწორედ ესაა სწორი მიდგომა. პედაგოგი მუდმივად უნდა სწავლობდეს, ვითარდებოდეს, იმაღლებდეს კვალიფიკაციას, იკვლევდეს საკუთარ პრაქტიკას, ეძებდეს პრობლემებს და ცდილობდეს მათს გადაჭრას. სწავლა და სწავლება ერთნაირად მსიამოვნებს.
ჩემი პედაგოგიური კრედო:
„ ვინც სწავლებას ბედავს, არასდროს უნდა შეწყვიტოს სწავლა“ /ჯონ კოტონ დანა/
ჩემი მისია:
·
თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების განსაზღვრა და მათი მაქსიმალური რეალიზების უზრუნველყოფა;
·
მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების მიცემა;
ფიქრისა და აზროვნებისაკენ მიმართული, ცოდნასა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი აქტივობით დატვირთული, საინტერესო და ცოცხალი გაკვეთილების მომზადება და ჩატარება;
·
უწყვეტი პროფესიული განვითარება.
სამართლიანობა, კომუნიკაბელურობა, მოტივირებულობა, შემოქმედებითობა, კოლეგიალურობა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა - ეს თვისებები და საგნის ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები ძალიან მეხმარება საქმიანობაში. როგორც პედაგოგს, უამრავი მიღწევა მქონია, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი ჯილდო ჩემი მოსწავლეების სიყვარულია. ჩემი პროფესიული არჩევანი ბავშვებისა და ქართული ენის სიყვარულმა განაპირობა. ვფიქრობ, ჩემი ადგილი სკოლაშია და არსად - სხვაგან.
Subscribe to:
Posts (Atom)







